ჩვეულებრივი
მანქანების გაქირავების მომსახურების გარდა კომპანია GSS ასევე გთავაზობთ საინტერესო ტურებს საქართველოში. ხელმისაწვდომია რამდენიმე ჯიპ-ტური, წაიკითხეთ და აირჩიეთ სასურველი ვარიანტი. თუ გსურთ ტურის შეკვეთა ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტით, ტელეფონით ან ონლაინ მესენჯერით.
სამი 4X4 ტური. დასავლეთი-აღმოსავლეთი-სამხრეთი. 5-7 დღე
ტურის პირველ დღეს თქვენ მოინახულებთ მცხეთის ეკლესიებსა და მონასტრებს, რის შემდეგაც შეძლებთ აირჩიოთ საქართველოს რეგიონი რომლის დათვალიერება გსურთ. ტური დასავლეთში მოიცავს ვიზითს გორში, მესტიაში, რაჭასა და ჭიათურაში. ტური აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთს, სტეფანწმინდას და გუდაურს. ტური ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოიცავს ვარძიას, ახალციხეს, ბაკურიანს და ბორჯომს.
ტური საქართველოს გარშემო. 8 დღე და 7 ღამე
ტური მოიცავს შემდეგ ადგილებს: ბორჯომის პარკი, ვარძიის ქალაქი-მონასტერი, ახალციხე, რაბათის მუზეუმი, ქუთაისი, უბისა და გელათის მონასტერი, პრომეთეს მღვიმე, უფლისციხე, სტეფანწმინდა, ანანურის კომპლექსი, გერგეთის სამება, სვეტიცხოვლის ტაძარი, სამთავროს და ჯვრის მონასტრები, სიღნაღი, ალავერდი, გურჯაანი და ყველაწმინდა. ყველა ტიპის მანქანები ხელმისაწვდომია ამ ტურისთვის.
რაჭა-ონი-უწერა-შოვი-მცხეთა. 6 დღე / 5 ღამე
ტური იწყება თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით. მოვინახულებთ სამების და მეტეხის ტაძრებს, ნარიყალას, გავივლით მშვიდობის ხიდზე და შემდეგ დავათვალიერებთ სიონის ტაძარს, ახვალთ მთაწმინდაზე. შემდეგ გავემგზავრებით რაჭაში, ვნახავთ შაურის ტბას, ამბროლაურს, ონის უძველეს სინაგოგას, უწერას, შოვს და დოლამის ტბას. მცხეთაში მოვინახულებთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, სამთავროს და ჯვრის მონასტრებს.
კახეთი ქართული ღვინის სამშობლოა. 5 დღე
ეს არის მოგზაურობა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მოვინახულებთ დავით გარეჯს, სიღნაღს, ბოდბის მონასტერს, ხოხბის ცრემლების და თელიანი ველის მარანებს, სიღნაღის მუზეუმს, გრემის მონასტერს, ლოპოტას ტბას, სოფელ ნაფარეულს, საქართველოს მეფის ერაკლე მეორეს მუზეუმს, ძველი ტყუპების მარანს და Schuchmann ღვინის ქარხანას. სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ და ასევე ჩამოასხან ღვინო ბოთლში საკუთარი ხელით.
მოგზაურობა კავკასიის მთებში. 8 დღე / 7 ღამე
ეს არის ტური თუშეთისა და ხევსურეთის უძველეს რეგიონებში. თქვენ მოინახულებთ შემდეგ ისტორიულ სოფლებს: ომალო, დიკლო, შენაქო, დართლო, ქვავლო, დანო, ჩეშო, ფარსმა, და ბევრ სახვას. გარდა უძველესი სოფლებისა, თქვენ ასევე მოინახულებთ პუდზნარის ეკლესიას, შატილს, აბანოს უღელტეხილს, ანანურის ციხეს, სვეტიცხოვლის ტაძარს, ჯვრის და სამთავროს მონასტერს, ალავერდის საკათედრო ტაძარს.