4WD ტურები საქართველოში - gss car rental
(+995) 571 44 66 44
ორშ-კვი, 09:00 - 18:00
WhatsApp Skype Telegram Viber

ჯიპ ტურები საქართველოში

ტურები საქართველოში ნაქირავები მანქანით

სამი ტური საქართველოში თბილისში ნაქირავები ჯიპით. პირველ დღეს თქვენ გაემგზავრებით მცხეთაში და ნახავთ უძველეს ეკლესიებს და მონასტრებს, შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ მოგზაურობის სამი მიმართულება - დასავლეთ, აღმოსავლეთ ან სამხრეთ საქართველოს რეგიონებში. თუ გსურთ ტურის დაჯავშნა ან მიიღოთ მეტი ინფორმაცია, დაგვიკავშირდეთ ფოსტით, ტელეფონით ან ონლაინ მესენჯერებით.

# 1 - 4X4 ტური საქართველოში - მცხეთა, გორი, მესტია, რაჭა, ჭიათურა - 7 დღე


GSS Car Rental -ის მანქანა საქართველოს სოფელში

დღე 1 - დილით გავემგზავრებით მცხეთაში, წმინდა ქალაქში და საქართველოს ძველ დედაქალაქში, სადაც დავათვალიერებთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ჩვენ გავემგზავრებით ზედაზნის მონასტერში, რომელიც არის მოთავსებული ტყით დაფარულ მაღალმთიან ტერიტორიაზე. სადილზე დავბრუნდებით რესტორანში ულამაზესი ხედით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული კერძებით. ამის მერე გავემგზავრებით დიდგორის მთაზე, მე 12 საუკუნეში მომხდარ ბრძოლის ადგილას, სადაც მოვისმენთ ბრძოლის ისტორიას. საღამოს დავბრუნდებით თბილისში.

დღე 2 – ამ დღეს ჩვენ ვიწყებთ დასავლეთ საქართველოში მოგზაურობას. მივდივართ გორში და ვათვალიერებთ გორის ციხესიმაგრეს, რომელიც გადაჰყურებს ქალაქს და მის მიმდებარე ტერიტორიას ზევიდან, შემდეგ მოვინახულებთ არქეოლოგიურ მუზეუმს და სტალინის მუზეუმში გავჩერდებით. სადილის შემდეგ ჩვენ გავემგზავრებით ქუთაისში, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში.

დღე 3 – დილით დავათვალიერებთ გელათის მონასტერს (მე 12-ე საუკუნე ) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს და ვიწყებთ ზემო სვანეთის რეგიონში მესტიის მიმართულებით მოძრაობას. გავჩერდებით ჯვრის ელექტროსადგურთან და საღამოს ჩავალთ მესტიაში.

დღე 4 – ამ დღეს მესტიაში ვრჩებით, დავათვალიერებთ მარგიანის საოჯახო მუზეუმს, რომელიც ეთნოგრაფიული და ისტორიული საგანძურია, ასევე დავაგემოვნებთ ცქრიალა მინერალურ წყალს. შემდეგ გავემგზავრებით სასეირნოდ ჭალათის მყინვარებთან. საღამოს ჩვენ ფუნიკულიორით ავალთ ზურულდის მთაზე და შემდეგ მესტიაში დავბრუნდებით.

დღე 5 – ამ დღეს ჩვენ გავემგზავრებით უშგულში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთიან სოფელში როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშიც. აქედან შესაძლებელია საქართველოს ყველაზე მაღალი მთის შხარას და თამარ მეფის კოშკების დათვალიერება.

დღე 6 – უშგულიდან გადავდივართ ზაგაროს უღელტეხილზე (2600 მ) და შემდეგ მივდივართ რაჭის რეგიონში. ამ დღეს ჩვენ ვსადილობთ ბუნებაში და რამდენიმე ჯერ გავჩერდებით გზაში რომ გადავიღოთ ფოტოები დიდი კავკასიის მთის ხედებს. შემდგომ ვჩერდებით ლაჯანურის ელექტროსადგურთან და ჩავდივართ ამბროლაურში, სადაც გავჩერდებით.

დღე 7 – დილით გავემგზავრებით შაორის წყალსაცავთან და მოვინახულებთ ეკლესიას ნიკორწმინდაში. იქიდან ჩვენი გზა მიდის ნაქერალას უღელტეხილით ჭიათურაში, სადაც დავათვალიერებთ კაცხის სვეტს, და ამის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

# 2 - 4X4 ტური საქართველოში - მცხეთა, კახეთი, გერგეთი, სტეფანწმინდა, გუდაური - 7 დღე


მანქანა მთიან გზაზე


დღე 1 - დილით გავემგზავრებით მცხეთაში, წმინდა ქალაქში და საქართველოს ძველ დედაქალაქში, სადაც დავათვალიერებთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ჩვენ გავემგზავრებით ზედაზნის მონასტერში, რომელიც არის მოთავსებული ტყით დაფარულ მაღალმთიან ტერიტორიაზე. სადილზე დავბრუნდებით რესტორანში ულამაზესი ხედით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული კერძებით. ამის მერე გავემგზავრებით დიდგორის მთაზე, მე 12 საუკუნეში მომხდარ ბრძოლის ადგილას, სადაც მოვისმენთ ბრძოლის ისტორიას. საღამოს დავბრუნდებით თბილისში.

დღე 2 – დილით ვიწყებთ გამგზავრებას აღმოსავლეთ საქართველოში, მოვინახულებთ უჯარმის ციხეს, გომბორის უღელტეხილს და ქალაქ თელავს, რომელიც არის კახეთის რეგიონის მთავარი ქალაქი. მოვინახულებთ 900 წლის ხეს, მეფის ციხეს და ძველ თელავს. ამის შემდეგ გავემგზავრებით სოფელ ველისციხეში, სადაც მოვინახულებთ ადგილობრივ საოჯახო მარანს, ერთ-ერთ უძველეს საქართველოში. პირდაპირ ქვევრიდან დავაგემოვნებთ დამზადებულს ძველი ქართული მეთოდით ღვინოს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ღვინის მარნიდან ჩვენ გავაგრძელებთ ყვარლის მიმართულებით გადაადგილებას და გავჩერდებით სასტუმროში.

დღე 3 – დილით მოვინახულებთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, რომელიც ერის მამად არის ცნობილი. ამის შემდეგ ვნახავთ ფულის მუზეუმს, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს სამეფოსა და სახელმწიფოს მდიდარ ისტორიაზე. შემდეგ ქინძმარაულის ღვინის ქარხანას მოვინახულებთ, აქ შევძლებთ ღვინის დეგუსტაციას. ყვარელიდან გავემგზავრებით გრემის კომპლექსთან, სადაც 15-17 საუკუნეებში ცხოვრობდნენ მეფეები. გრემის მონახულების შემდეგ გავემგზავრებით თელავში და გავჩერდებით სასტუმროში.

დღე 4 – ამ დღეს ჩვენ გავემგზავრებით ახმეტაში და თიანეთში, მოვინახულებთ ქვეტარის ციხეს. გავჩერდებით ბუნებაში და ჩავალთ ანანურში. აქ ვნახავთ მე 17-18 საუკუნეში აშენებულ ციხესიმაგრეს. ანანურიდან გავემგზავრებით ყაზბეგში, სადაც ჩვენ გავსინჯავთ თაფლს, მინერალურ ცქრიალა წყალს, საღამოს ჩავალთ ქალაქ სტეფანწმინდაში და მანდ გავჩერდებით.

დღე 5 – დილით გავემგზავრებით სოფელ გერგეთში, გერგეთის სამების მონასტერში. აქედან იხსნება მშვენიერი ხედი ყაზბეგზე, 5047 მეტრის სიმაღლეზე. მონასტრის მონახულების შემდეგ, ჩვენ ჩავდივართ ქვემოთ ჩანჩქერთან, სადაც ჩვენ უნდა გავიაროთ ფეხით დაახ. 1 საათის გზა. ვჩერდებით ჩანჩქერთან და შემდგომ ვაგრძელებთ გზას კავკასიას კარიბჭეს დარიალის ხეობაში. დღის მეორე ნახევარში მოვინახულებთ ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს.

დღე 6 - ამ დღეს ჩვენ გავემგზავრებით სოფელ ჯუთაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მთიანი სოფელია საქართველოში. აქ ჩვენ ფეხით ვიმოგზაურებთ კავკასიონის მთებთან, 4-5 საათის განმავლობაში, ან დაგვჭირდება დაახლოებით 8 საათი რომ მივაღწიოთ ყველაზე მაღალ წერტილს და დავათვალიეროთ რეგიონი ზემოდან. საღამოს დავბრუნდებით სტეფანწმინდაში.

დღე 7 - ამ დღეს გავემგზავრებით გუდაურის და ხადას ხეობაში, სადაც შეგვიძლია დავისვენოთ ბუნებაში და დავაგემოვნოთ ადგილობრივი მინერალური წყალი. ვისადილებთ ბუნებაში და მოვინახულებთ ბაზალეთის ტბას. შემდგომ ნაქირავებ მანქანით დავბრუნდებით თბილისში.

# 3-4X4 ტური საქართველოში - მცხეთა, ვარძია, ახალციხე, ბაკურიანი, ბორჯომი - 5 დღე



ავტომობილი მთიან გზაზე ხოებაში

დღე 1 - დილით გავემგზავრებით მცხეთაში, წმინდა ქალაქში და საქართველოს ძველ დედაქალაქში, სადაც დავათვალიერებთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ჩვენ გავემგზავრებით ზედაზნის მონასტერში, რომელიც არის მოთავსებული ტყით დაფარულ მაღალმთიან ტერიტორიაზე. სადილზე დავბრუნდებით რესტორანში ულამაზესი ხედით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული კერძებით. ამის მერე გავემგზავრებით დიდგორის მთაზე, მე 12 საუკუნეში მომხდარ ბრძოლის ადგილას, სადაც მოვისმენთ ბრძოლის ისტორიას. საღამოს დავბრუნდებით თბილისში.

დღე 2 – ამ დღეს ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას სამხრეთ საქართველოში, სადაც არის ბევრი უძველესი და საინტერესო სანახაობები. ჩვენ გავემგზავრებით მთის სოფლებში და მოვინახულებთ მეგალითურ ციხესიმაგრეს, რომელიც არის დაახ. 4000 წლის, აშენებული უზარმაზარი ქვებისგან 2700 მეტრის სიმაღლეზე. შემდეგ გვექნება სადილი ბუნებაში და გავაგრძელებთ მგზავრობას სამხრეთით. ჩავალთ ვარძიაში, სადაც გავჩერდებით.

დღე 3 – დილით მოვინახულებთ ვარძიის კომპლექსს, ოქროს ხანის ქალაქის. შემდეგ გავემგზავრებით ხერთვისის ციხე-სიმაგრესთან, სადილზე ჩავალთ ახალციხეში, სადაც მოვინახულებთ ადგილობრივ ციხესიმაგრეს რაბათს.

დღე 4 – ამ დღეს ჩვენ ვიწყებთ მგზავრობას ბორჯომში, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავისეირნოთ ფიჭვის ხეების პარკში და ვიცურაოთ გოგირდის წყლით სავსე აუზში. შემდგომ გავემგზავრებით ბაკურიანში წაღვერის გზის გავლით. ბაკურიანში გავჩერდებით სასტუმროში და დავისვენებთ.

დღე 5 – ამ დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გზას ცხრაწყაროს მთის უღელტეხილით რომელიც მდებარეობს 2400 მეტრის სიმაღლეზე. აქედან კარგად ჩანს დიდი კავკასიონის ქედი, და ასევე შეიძლება ელბრუსის დანახვა 5642 მეტრის სიმაღლის მწვერვალის, მაგრამ მხოლოდ კარგ ამინდში, როცა ცა არის ნათელი. ამის შემდეგ გავემგზავრებით ტაბაწყურის ტბაზე, სადაც გავჩერდებით. შემდეგ ვაგრძელებთ გზას წალკაში, სადაც შეგვიძლია ვისადილოთ ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული კერძებით, საღამოს კი თბილისში დავბრუნდებით.