მანქანების გაქირავება საქართველოში - ავტომობილის დაქირავების პირობები
(+995) 571 44 66 44
ორშ-კვი, 09:00 - 18:00
WhatsApp Skype Telegram Viber

დაქირავების პირობები

მანქანის გაქირავების პირობები

დაქირავების პირობები


მანქანების გაქირავება თბილისში, ბათუმში და ქუთაისში

1. ავტომობილის ტარების გამოცდილება არანაკლებ სამი წლისა;

2. ასაკი: მინიმუმ 23 – მაქსიმუმ 75 წელი;

3. ავტომობილის მართვის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი საბუთი;

4. ავტომობილის დაქირავების მინიმალური ვადაა 3 დღე;

5. დამქირავებელმა ავტომობილის დაქირავების შემთხვევაში წინასწარ სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა და დაზღვევის საგარანტიო 300 ლარის ოდენობით, რომელიც დამქირავებელს დაუბრუნდება უკან ავტომობილით სარგებლობის შემდგომ, თუ ადგილი არ ექნება ტრანსპორტის დაზიანების შემთხვევას;

6. ავტომობილის გაცემამდე ხორციელდება კომპანიის წარმომადგენლისა და დამქირავებლის მიერ ავტომობილის ვიზუალური დათვალიერება, რის შემდეგაც დამქირავებელს გადაეცემა ხელშეკრულება და ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტი;

7. კომპანია გადასცემს დამქირავებელს ავტომობილს გარეცხილ მდგომარეობაში, სრულად გამართული საწვავის ავზით;

8. შპს "GSS" ის ავტომობილები დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია "ალდაგში";

9. ავტო საგზაო შემთხვევისას, ავტომობილის მექანიკური თუ სხვა დაზიანების დროს დამქირავებელი ვალდებულია გამოიძახოს საპატრულო პოლიცია და დააფიქსიროს შემთხვევა, აგრეთვე დაუკავშირდეს შპს GSS-ის ან სადაზღვევო კომპანია ალდაგი-ს წარმომადგენელს ტელეფონზე: 2444999 და აცნობოს ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია იხსნის ყველანაირ ვალდებულებას თანხის ანაზღაურებაზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება დამქირავებელს;

10. ავტომობილის დაბრუნება ხორციელდება კომპანიის წარმომადგენლისა და დამქირავებლის მიერ ერთობლივად ავტომობილის საბოლოო ვიზუალური დათვალიერების შემდგომ, დამქირავებელი ვალდებულია შპს „GSS“-ს დაუბრუნოს ავტომობილი გარეცხილ მდგომარეობაში, სრულად გამართული საწვავის ავზით, იმ შემთხვევაში თუ ავტომობილს აღმოაჩნდა რაიმე ხარვეზი, რომელიც არ იყო დაფიქსირებული წინასწარი ვიზუალური დათვალიერებისას და ამის შესახებ არ ეცნობა შპს „GSS“-ის ან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, დამქირავებელი პასუხისმგებელია აღმოფხვრას ხარვეზი საკუთარი ხარჯით;

11. საპატრულო პოლიციის დამადასტურებელი ოქმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ავტომობილის არაფხიზელ ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს ავტოსაგზაო თუ სხვა დაზიანების შემთხვევისას დამქირავებელი იღებს პასუხისმგებლობას სრულად აუნაზღაუროს კომპანიას მიყენებული ზარალი;

12. დაზღვევა არ ანაზღაურებს ავტომობილის სავალი ნაწილის, ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ხიდების დაზიანებას, თუ დაზიანება გამოწვეულია მძღოლის დაუდევრობის გამო;

13. ავტომობილის სრული დაზიანების შემთხვევაში, დამქირავებელი უნაზღაურებს კომპანიას მხოლოდ სადაზღვევო ფრანშიზას 500 აშშ დოლარის ოდენობით ექვივალენტს ლარებში;

14. ავტომობილის დაქირავების სტანდარტული ერთი დღის ფასი განისაზღვრება 24 საათით, თუ დამქირავებელი გადააცილებს ავტომობილის დაბრუნებას 2 საათით, დამქირავებელი ვალდებულია დაუფაროს კომპანიას მომდევნო დღის ქირის საფასური;

15. შპს "GSS"-ში გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მიიღება Visa და MasterCard ის პლასტიკური ბარათები, ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში.