კომპანია GSS გთავაზობთ ავტომობილების გაქირავების სერვისს. ჩვენთან დაიქირავებთ სუფთა, კომფორტულ და ტექნიკურად გამართულ ავტომობილს. მომსახურების პაკეტში შედის: ავტომობილის დაზღვევა, ულიმიტო გარბენი, 24/7 ქოლცენტრი და გზებზე დახმარების სერვისი. კომპანიის ავტოპარკის შემადგენლობაშია ეკონომკლასის, სედანის, მაღალიგამავლობისა და მინივენის ტიპის ავტომობილები. ავტომობილების მიღება/ჩაბარება ძირითადად ხდება: თბილისში კომპანიის ოფისში, აგრეთვე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. შესაძლებელია ავტომობილის კონკრეტულ მისამართზე მიწოდებაც.
მანქანების გაქირავება საქართველოში
ჩვენი მანქანების უმრავლესობა იაპონური ჯიპებია, მაგრამ ასევე გვყავს ჰიბრიდები, სედანები და მინივენები – ყველა საუკეთესო მდგომარეობაში. თუ თქვენ იქირავებ მანქანას ჩვენგან თბილისში, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ მიღების და დაბრუნების ადგილები, მაგალითად თბილისის აეროპორტში ან სასტუმროსთან. ჩვენ ასევე შეგვიძლია ავტომობილის მიწოდება ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში საჭიროების შემთხვევაში. კომპანიას აქვს თავისი საკუთარი სერვის ცენტრი, სადაც მაღალკვალიფიციური მანქოსები ამოწმებენ ავტომობილს გაქირავებამდე.
ქალაქ თბილისის ფარგლებში მანქანის მიწოდება სასურველ ადგილას უფასოა, მაგრამ ბათუმში და ქუთაისში მანქანის მიწოდება ფასიანია. ნაქირავებ მანქანის გამოყენებაზე არ არის არანაირი შეზღუდა, ჩვენი კომპანია გთავაზობთ შეუზღუდავ გარბენს და კლიენტს ასევე შეუძლია გადაკვეტოს სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარი ნაქირავები მანქანით, მაგრამ მაგისთვის დაჭირდება დამატებითი დოკუმენტაციის გამზადება. ავტომობილი მიეწოდება კლიენტს სავსე საწვავის ავზით და უნდა დაუბრუნდეს კომპანიას იგივე მდგომარეობაში საიჯარო პერიოდის დასრულების შემდეგ.
მანქანის დაზღვევა
ავტომობილის გაქირავება GSS-ში უსაფრთხოა, რადგან ყველა ჩვენი ავტომობილი დაზღვეულია და შემოწმებულია ჩვენს სერვის ცენტრში. გაქირავების ღირებულებაში შედის ყოვლისმომცველი დაზღვევა, მაგრამ იგი არ მოიცავს მანქანის შიდა ნაწილების დაზიანებას, სალონის ნაწილების, საბურავების, გარე სარკეების და სხვა გარე აქსესუარების დაზიანებას.
გადახდის პირობები
თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ მანქანის გაქირავების საფასური საბანკო გადარიცხვით, ნაღდი ანგარიშსწორებით ან საერთაშორისო პლასტიკური ბარათებით, როგორიცაა MasterCard და Visa. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ფარული გადასახადები, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მანქანის გაქირავების პირობების გვერდზე.
ონლაინ დაჯავშნა
თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ მანქანა ონლაინ რეჟიმში, ჯავშანის გასაუქმებლად უნდა გვაცნობოთ წინასწარ, ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით, ამ შემთხვევაში არანაირი დამატებითი საფასურის გადახდა არ იქნება საჭირო.
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს ბევრ დამატებითი მომსახურებას მოთხოვნისამებრ, როგორიცაა მგზავრობის რუკები, GPS, Wi-Fi, მობილური ტელეფონების დამტენები, ბავშვის სავარძლები, თოვლის ჯაჭვები და სახურავის საბარგულები. GSS Car Rental საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც დაინტერესებულია მანქანების გაქირავებით თბილისში, და სხვა ქალაქებში საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო პირობებს და საუკეთესო მომსახურებას.
მანქანების გაქირავება თბილისში, მანქანების გაქირავება ბათუმში - მანქანების გაქირავება ქუთაისში
მარტივი დაჯავშნის სისტემა
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პერიოდი, შეარჩიეთ ავტომობილი, მიუთითეთ თუ გსურთ დამატებით აქსესუარები, შეავსეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და დაელოდეთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე, ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს პერიოდში დაგიდასტურებთ ჯავშანს.